"ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე"
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ ვართ პარტნიორები საქართველოსთან და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებთ მოკავშირეებს გამოყონ აუცილებელი რესურსები, კადრები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ალიანსი აძლიერებს თავის ყოფნას იქ ბოლო წლების განმავლობაში.
"ჩვენ შევათანხმეთ დახმარების პაკეტი აპრილში, რათა ჩავატაროთ ბევრი სწავლება, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანვე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ალიანსი ურთიერთქმედებაშია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
