"7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრა შეცდომა იყო" -რომან გოცირიძე
7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, „იმედში“ შეჭრა იყო შეცდომა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, 7 ნოემბერს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ხელი შეუწყო მაშინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების არაკანონიერმა ქმედებებმა. ამასთან, რომან გოცირიძე საზოგადოებას 2019 წლის ივნისის მოვლენებსაც ახსენებს.
„მას შემდეგ, რა საშინელებაც ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ და როგორი არაადეკვატური ძალა გამოიყენა და რა დანაშაულიც მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის სახით, 7 ნოემბრის შეხსენება არ მიდის ამ ხელისუფლების აქტივში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, 7 ნოემბრის მოვლენებიდან 12 წელი გავიდა.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში