"დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის დასტურს ელოდება"
„დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასტურს ელოდება. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიწყალებს“, -
ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა წმინდა სინოდის მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.
რომან გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე ივანიშვილის მოთხოვნებს.
„სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს სინოდის მიმართვას გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს. ამიტომ იგი ახლა ელოდება მეორე დასტურს და შეიწყალებს. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ შეიწყალებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ 4 ათასამდე განცხადებაა შესული შეწყალებაზე, მან მთლიანად მოშალა ეს პროცესი და პარალიზებულია,“ - განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
