"საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა"
საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა.
ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.
შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გამორთული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა.
სამართალდამცავების განცხადებით, მიგრანტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მათ ავტომობილის მძღოლი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციის ოფიცრის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, თურქეთიდან შევიდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
