"გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა"
ამ სახელმწიფოშიც ძალიან ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ ასე აბსოლუტურად გაუგებრად პრემიერმა რომ თქვას - მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო - ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„როდესაც ხდება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს არ არის უკანონობა, მე როგორც მინისტრი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სასულიერო პირებს. გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი არ იყვნენ უახლოესი თანამოაზრეები და მოკავშირეები ერთმანეთისთვის და ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ, რომ რაიმე საჩოთირო საკითხზე პარტნიორობდნენ?“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ასეთ შეხვედრაზე გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ერთად არ წავიდოდა.
„ასეთ შეხვედრაზე პოლიტიკოსი დადის მხოლოდ უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, კვირიკაშვილი არ წავიდოდა ისეთ შეხვედრაზე ამ პერსონებთან ერთად, რომელიც არ იქნებოდა სრულიად გამჭირვალე ჩარჩოებში. ვინც გიორგის იცნობს წარმოუდგენია, რომ მან რაიმე საკითხი შეიძლება წარმოშვას პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ... გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გადაყენების საკითხში კვირიკაშვილი მონაწილეობდა.
ამ სახელმწიფოშიც ძალიან ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ ასე აბსოლიტურად გაუგებრად პრემიერმა, რომ თქვას მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეგდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება. ინსტიტუციურად ძალიან ბევრი რამ მოიშალა, მოიშალა წესები, მოიშალა თვითონ იერარქია ხელისუფლებაში და ყოველდღიურად ამ ყველაფრის ნგრევა მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი ანეკდოტიც არ არის, რომ მოდი, რომელიმე ეპისკოპოსს დავუძახოთ და პატრიარქის მოშორებაზე ვესაუბროთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
