დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის ახალ პრეზიდენტად მოიხსენია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი „რუსეთის ახალ პრეზიდენტად“ მოიხსენია. შეცდომაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენიელ დეილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაამახვილა ყურადღება.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზეც არის განთავსებული. ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა.
„რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, ის კარგი კაცია, განცხადება გააკეთა. იქ არაფერი იყო. არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრამპმა.
25 ივლისის სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა, დაინტერესებულიყო კომპანია „ბურისმას“ საქმით. სწორედ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი.
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ მოხსნეს. ტრამპი ვარაუდობს, რომ საქმეში ჯო ბაიდენია გარეული.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
