ნიკა მელია - რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“
დეპუტატს არ აქვს ვალდებულება სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ჩააყენოს თადუმაძე, ივანიშვილის ადიუტანტი, რომ ის პარლამენტში მიდის,
- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, მას არ გაუფრთხილებია დღეს პროკურატურა პარლამენტში მოსვლის თაობაზე და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.
"რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი და არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,"- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, სიტყვები "რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში" ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
https://www.interpressnews.ge/ka/
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი