"თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი"-სალომე სამადაშვილი შალვა თადუმაძეს
,,თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი", - ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მიმართა და დიპლომის გაყალბებაში დადანაშაულა. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს მიკროფონი გაუთიშა.
"ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით, რას ფიქრობთ, რომ მოგცემთ საშუალებას რომელიმე კანდიდატს შეურაცხყოფა მოაყენოთ? - ასეთი შემთხვევა არ გვქონია. თქვენ აჩვენებთ სახეს როგორი უნდა იყოს არაეთიკური პარლამენტის წევრი", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ " სალომე სამადაშვილმა დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომ ეს ფრაზები ხშირად გამოეყენებინა".
„მამუკა, შენ რომ ბიძინა ივანიშვილი გავალებს, იმიტომ გგონია, რომ ყველა თქვენ გგავთ და საკუთარი აზრი არ გვაქვს, ჩვენ შორის დიდი სხვაობაა", - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მდინარაძეს.
კამათის ბოლოს კი სალომე სამადაშვილმა დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ,,თაღლითები არ არიან და განათლება ნამდვილად მიღებული აქვთ".
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
