"ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად არის სამმაგი სტანდარტი"
„როდესაც ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ, ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი, არანაირი წუხილებით არ გამოსულა.
შემდეგ, როდესაც ექს პრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება" მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე და და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა განცხადებებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს, საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, ქვეყანაში სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.
„ეს არის სამმაგი სტანდარტი და თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადექვატურ შეფასებას არ მისცემს და იმ ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს საზოგადოებაში და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული პოზიცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
