"მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება" - დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძეზე
მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება.მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის გადასარჩენად შემოდის - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შეფასებისას განაცხადა.
„რადგან, დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის - „არა მიშა“ - შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება, როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით.
თუმცა, ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წრთმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
imedinew.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
