"ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ"
ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა მოახერხეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების მიტრიალება რუსეთის წინააღმდეგ.
შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ყველაფერი პოზიტიური საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რასაც ერთობლივად ვქმნიდით 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო უკვე მუშაობდა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
კარასინის შეფასებით, გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მყიფეა და ბრბოს შეუძლია გადათელოს საქართველოს მაღალი რანგის პოლიტიკოსების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.
მისივე აზრით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა რადიკალებმა ადვილად შეიყვანეს სიტუაცია მტრული ურთიერთობისა და კონფრონტაციის ჩიხში.
„დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ეს უკვე კარგად გააცნობიერეს“, - განაცხადა კარასინმა.
ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ანტირუსული პოზიციებიდან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც გამოვიდა.
„საქართველოში ეტყობა დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი შეხედულება აქვს პატიოსნებასა და ღირსებაზე. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ. იძულებუილები ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და გავანეიტრალოთ. იმედი მაქვს ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ ჭკუაზე მოიყვანა ისინი, ვისაც სურს ცინიკურად მოაგროვიოს ქულები პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკის და მუქარის ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, მხარი დაუჭირონ სწორედ კონსტრუქციულ მიდგომებს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
