,,ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს ვაშაძისა და სხვების სახით"- შალვა პაპუაშვილი
,,ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს ვაშაძისა და სხვების სახით. მათგან ყოველ ჯერზე არეულობის, სისხლისღვრის დაანონსებას შეჩვეული ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა მათ, ვისაც საქართველოში ნეპალის მოწყობა ჰქონდა დაანონსებული. ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ქართულ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ. ვხედავთ, სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, ქვეყანა ისევ დააზიანოს. ვფიქრობ, ქართველი ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, რამდენიმე „აკაცუკი“ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
