,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრაქტიკულად, შეუზღუდავი იარაღის მარაგი აქვს, რომლითაც მას ომების წარმოება “სამუდამოდ” შეუძლია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“შეერთებული შტატების საბრძოლო მასალის მარაგი არასდროს ყოფილა ისეთი დიდი ან უკეთესი, როგორც ახლაა. როგორც დღეს მაცნობეს, ჩვენ გვაქვს იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი. ომების წარმოება შესაძლებელია „სამუდამოდ“ და უკიდურესი წარმატებით მხოლოდ ამ მარაგების გამოყენებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო იარაღზე უკეთესია)“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
მან ასევე დაადანაშაულა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის იარაღის დარიგებაში.
“საბედნიეროდ, ჩემი პირველი ვადის განმავლობაში აღვადგინე შეიარაღებული ძალები და ამას ვაგრძელებ. შეერთებული შტატები კარგად არის შეიარაღებული და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“,- აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
