,,უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო” – შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, პარალელურად, კიევიდან ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები გაჟღერდა.
,,კიევიდან ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები გაჟღერდა – „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა.“
ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო “განცდილი სირცხვილი” და “ბომბების ცეცხლის” ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ ,,შესაძლებლობის ფანჯრით”, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი.
ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.
საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.
ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და, რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად”, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
