,,პოსტ TV” და „იმედი” სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას! "- ეკა სეფაშვილი
ეკა ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა” და „პოსტ TV”-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისი თქმით, „პოსტ TV” და „იმედი” სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას.
„შეტევა თავისუფალ ქართულ მედიაზე – ბრიტანული დემოკრატიის სირცხვილი და თავის მოჭრა!
ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ : „პოსტ TV” და „იმედი” სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას! „პოსტ TV” და „იმედი” ყველაზე დიდი რეიტინგის და გავლენის მქონე არხებია, რადგან მათი წარმატების საიდუმლო სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს დამალავ! „პოსტ TV” და „იმედი” თავისუფალი მედიის საუკეთესო წარმომადგენლები – სერიოზულად აშინებენ დიდ ბრიტანეთს!
დაბოლოს, სერიოზული პრეტენზია და მიზეზი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გვესმის ასეთი აბსურდული ბრალდებები „პოსტ TV” და „იმედის” წინააღმდეგ!
ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის გრძელდება!
საქართველოს ვერ დააჩოქებთ!” – წერს ეკა სეფაშვილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
