,,კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ"- ირაკლი კობახიძე
გახსოვთ, 4 წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია
- ,,იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან''- ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- ,, მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები სანქციების დამწესებლების მიმართ''- კახიშვილი
- ,, ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას"- ირაკლი კობახიძე
