"დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს"
დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს.
რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაგვაბრალონ, თავად ცილისმწამებლებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მე ვარ რეალურად პროქართული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს არ მოემსახურება არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებს და ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საქართველოს,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ თამვმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წლებია დემოკრატიულ მოძრაობას ათასგვარ კლიშეებს „აკერებენ“, პარტიამ ბევრი უსამართლობის და ცილისწამების ტალღა გადაიტანა, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა.
„მათ იციან, რომ ვერ შემაშინებენ და ვერ მიყიდიან! მათ კარგად ესმოდათ და ესმით, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დიახ, 26 მაისს დავამთავრეთ სააკაშვილი და ახლა აუცილებლად დავასრულებთ საქართველოში ერთპიროვნულ ფეოდალურ მმართველობას.ეს იცის იმ უამრავმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს და მომავალში კიდევ მეტი დაგვიდგება მხარში.
ჩვენ გვყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც გონებით აკეთებს არჩევანს. რომელიც ხედავს, ვინ გააკეთებს რეალურად საქმეს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ერთიანობას და მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებს. დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უპირისპირდება მეორე უცხო ქვეყანას. საქართველოს ინტერესები კი უგულებელყოფილია. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“,-განაცხადა .
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
