"რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
ჩვენი ინტერესი და მთავარი ამოცანაა, რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში.
ამასთან, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპტიმალურ პოლიტიკას ატარებს.
„ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე როგორც მთავრობის განცხადება ამასთან დაკავშირებით არის ადეკვატური, შესაბამისობაში იმ რესურსებსა და ბერკეტებთან, რომლებიც საქართველოს აქვს. საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაღაც ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალების მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, მოახდინოს ინტერპრეტაცია ნებისმიერი განცხადებისა, მათ შორის მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის ვენესუელის მხრიდან, და ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ინტერესი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი გლობალური პროცესები, რომლებიც კაცობრიობის ხვალინდელ დღეს გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ამ პროცესების შემხედვარე და, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში მყოფი, არის ოპტიმალური, ისეთი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ეს ეხება არა მარტო კონკრეტულად ქმედებებს, არამედ განცხადებების შინაარსსაც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
