სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
