,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
,,წარმოუდგენელი ტყუილი და დაუჯერებელი სიცრუეა, რომელსაც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში BBC ავრცელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
წოლოსანი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
,,შეგვიძლია ქრონოლოგიურად ვნახოთ, რომ ყველა წარუმატებელი არეულობის მცდელობის შემდეგ, მოჰყვება მსგავსი ან მიმსგავსებული მასშტაბის გარე ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი აგენტურა ვერ ასრულებს დანიშნულებას, რომ გარკვეული არეულობა გამოიწვიოს, ჩაუვარდათ 28 ნოემბრის აქციაც, ვერანაირი სცენები ვერ დადგეს. სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას”, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
