“არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს ქართულ საზოგადოებაში, შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა უსამართლო ქმედების მიუხედავად.
„ჩვენ არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე როგორც ხალხი. თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა ამ უსამართლო ქმედების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია”.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
