,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
,,წმინდა პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტია შექმნილი, იმისთვის რომ დენთის სუნი შენარჩუნდეს საქართველოში, “ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპას სხვა მიზნები აქვს, სხვა გეგმები აქვს და, რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული. ეს არის ისეთი ვითარების შექმნა საქართველოში, როდესაც რევოლუციური პროცესი განაპირობებს მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას და იმ ინსტრუქციების შესრულებას, რაც საქართველოში ნგრევის შეუქცევად პროცესს განაპირობებს“, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს – საქართველომ ვერა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
