“ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს – ფასდაუდებელია თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის საქმეში” - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! ფასდაუდებელია თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის საქმეში! დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ურთულეს გამოცდას გადის და საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი ხდება და მათთან გამკლავება მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით არის შესაძლებელი! დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ, მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა – ხმა მშვიდობისა და ჩვენი მომავლის რწმენისა! დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ სულხან-საბა ორბელიანს – ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის გამბედაობამ, სიბრძნემ და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ დასაბამი მისცა იმ გზას, რომელსაც დღეს ღირსეულად აგრძელებთ თქვენ – თანამედროვე საქართველოს დიპლომატები! გილოცავთ ამ დღეს და გულწრფელად გიხდით მადლობას თქვენი ერთგულებისა და შემართებისთვის! გისურვებთ სიმტკიცეს და წარმატებებს, იმისათვის, რომ მუდამ სიამაყით იცავდეთ ჩვენი სამშობლოს სუვერენულ ინტერესებს საერთაშორისო არენაზე“.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
