“მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეო ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე” – პაპუაშვილი
“მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეო ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე. მათთვის მილიონ ასიათასი ამომრჩეველი, რომელმაც “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა, არავინ არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალი სივრცე”-ში სტუმრობისას განაცხადა.
“მხოლოდ მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან ყველაფერი და ამას გვეუბნება დღეს, მათ შორის, ევროკომისარი გაფართოების საკითხში, რომლისთვისაც არჩევნები სულ ერთია, რომლისთვისაც ის მილიონ ასი ათასი ადამიანი არ არსებობს. მათი ნება რომ იყოს გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეო ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე”.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
