“ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რასაკვირველია, ზოგადად, კითხვები დაისმება, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს, დედამისს ჩუქნის შენობას” - გიორგი ვოლსკი
,ასეთი სახის კორუფცია წარმოუდგენელია. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რასაკვირველია, ზოგადად, კითხვები დაისმება, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს, დედამისს ჩუქნის შენობას”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, საკითხს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას გამოძიება მისცემს.
„როდესაც ამას განგებ, გეგმაზომიერად, შენი თანამდებობიდან გამომდინარე აძლევ ოჯახის კონკრეტულ წევრს, რასაკვირველია ეს დანაშაულია. ეს დანაშაული არ არის ჩადენილი თავად გიული ალასანიას მიერ, რასაკვირველია მიესალმებოდა ამ თემას, მაგრამ აქ კოლექტიური შეთქმულებასავით განხორციელდა, რომელსაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს გამოძიება მისცემს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა.
რექტორი საქმის გამოძიებას მოითხოვს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
