"იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის"
იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
„იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის. კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, რამხელა ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილი და უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. უდიდესი პრობლემაა, როცა სხვა ადამიანების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურები. პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ საქართველოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვისაც მწვავეა.
„საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შექმნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვცინოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
