“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას” - გიორგი ვოლსკი
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
“ჩამოდის, აგერ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოველგვარი მანდატის გარეშე ეუთო-სგან და აკეთებს ამ პოლიტიკურ დემარშს – ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ასე რომ, ის ფინელიც გავიხსენოთ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რომელიც გამოვიდა და ობიექტურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნები, რა უქნეს, როგორ გადაუარეს. ასე რომ, დასკვნები უნდა გავაკეთოთ მოცემული ფაქტებიდან“.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
