“სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში” - ირაკლი ზარქუა
„სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში,“- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტად მმართველმა პარტიამ დიდი ძალისხმევით აირჩია ზურაბიშვილი და ახლა საკუთარი ქვეყნის გაშავებას აგრძელებს.
“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ცდილობს, გააშავოს ეს ქვეყანა, ცდილობს, რადიკალებს მხარდაჭერა აღუთქვას და ამას უსუსურად, უარგუმენტოდ აკეთებს. ბოლოსდაბოლოს, შენი ქვეყნის პრეზიდენტი იყავი, მმართველმა პარტიამ დიდი ძალისხმევით აგირჩიათ და მაინც აგრძელებთ საკუთარი ქვეყნის გაშავებას და დამუნათებას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, უარგუმენტოდ და სიცრუის მოხმობით.
ახალგაზრდები ჩაითრიეს ამ თემაში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაადენინეს. იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და დაგმოს, თქვას, რომ ეს მიუღებელია, არ უნდა გაეკეთებინათ, ვინც ეს გააკეთა, არის ქვეყნის მტერი, გამოვიდა და ღობე იყო სუსტიო და ამიტომ არის გონივრული ეჭვი, რომ ეს შეგნებულად გაკეთდაო. ამას რომ იტყვის ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტი იყავი ამ ქვეყნის?! არ ღირს, რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ ქალბატონზე”.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ოთხი ოქტომბრის მოვლენებზე პრაღაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა და განაცხადა რომ, მშვიდობიანი მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, სცენარი ადგილობრივმა ძალებმა ოპოზიციის ნაწილის გამოყენებით განახორციელეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
