"როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, საზოგადოებას მასზე რეაქცია არ აქვს" - ბიძინა ივანიშვილი
როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართულ საზოგადოებას მასზე როგორც წესი, რეაქცია არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება დღევანდელ არჩევნებზეც აქტიური იქნება.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მოახერხა და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, სწორედ, არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით გამოიხატება. ამით ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართულ საზოგადოებას მასზე როგორც წესი, რეაქცია არ აქვს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა საზოგადოებისთვის, რომ მან მოახერხა და ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა. იმედია, საზოგადოება დღესაც იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებულები მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
