“აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში” - ნაცმოძრაობის ლიდერი ანა წითლიძე
“4 ოქტომბრის სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე,” – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მან 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ ირიდებს და აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში.
“4 ოქტომბერს რა შეიძლება მოხდეს – თქვენ ხომ ასე სვამთ კითხვას? სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე. მეც იქ ვიქნები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ ვამბობ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას ვირიდებ, არა, ნამდვილად. მე, ანა წითლიძე, აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ახლა მეკითხებით, როგორ მშვიდობიანადო. თქვენ ვარდების რევოლუცია ჩემზე უკეთესად გახსოვთ, – მე პატარა ვიყავი და სკოლაში ვიყავი, მაგრამ თქვენ გახსოვთ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს გაიმარჯვა მართალმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, მშვიდად და წყნარად, ასე შეუძლია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გამარჯვება. რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე“ - განაცხადა წითლიძემ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
