“მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე
“რა მოხდება 4 ოქტომბერს განსხვავებული, ამაზე დიდი მოლოდინები არ მაქვს”, – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მე, უბრალოდ, ბევრი ასეთი თარიღი მინახავს და მერე ისიც, თუ როგორ “შაგაობით” იშლებოდა ხალხი თბილისის ქუჩებში. ამიტომ, როგორ გითხრათ, ამას ვარ შეჩვეული. რა მოხდება 4 ოქტომბერს განსხვავებული, ამაზე დიდი მოლოდინები არ მაქვს. მოლოდინები მაქვს იმის, რომ ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას,” – აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
