“ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით უარის შესახებ მედიასთან საუბრობს.
დეპუტატის თქმით, ორგანიზაციამ ბულინგს ვერ გაუძლო.
“ვფიქრობ, სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშანი – ისინი (ეუთო/ოდირი) ჩამოსვლის შემთხვევაშიც ვერ იქნებოდნენ ობიექტურნი. ბულინგს ვერ უძლებენ, რომელიც არჩევნების დასკვნის შემდეგაც იქნება – ასეთი პრაქტიკა მათ [რადიკალებს] აქვთ. ამან დააშინა დამკვირვებლები და ვფიქრობ, დაშინებულები ობიექტურობას ვერ დაიცავენ,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
