სანდრა რულოვსი - საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი
საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში შეხვედრის დაწყებისას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს.
1tv.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
