“ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იზამს გახარია, რას იზამს ხაზარაძე, არ მაინტერესებს, საერთოდ ფეხებზე მკიდია!” - ანა წითლიძე
ხალხის ძალას ყველა ნახავს 4 ოქტომბერს. თქვენ მკითხეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეგ დღეო – მარტივად წარმომიდგენია, საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციებისა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, იბრძოლებენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არ აინტერესებს, რას აპირებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.
„საერთოდ არ მაინტერესებს არც გერმანიაში გაქცეული გახარია, არც რუსულ სპეცოპერაციაში შესული ხაზარაძე. ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იზამს გახარია, რას იზამს ხაზარაძე, არ მაინტერესებს, საერთოდ ფეხებზე მკიდია! ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის საქართველოს მოქალაქეების ერთობა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
