,,არამხოლოდ საქართველოს, არამედ პოლონეთის ჩართვასაც აპირებდნენ ომში"- ნინო წილოსანი
„პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბატონმა დუდამ სწორედ ის თქვა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია საჯაროდ ვამბობთ და რასაც მათ შორის, სწორედ ეს პერსონაჟი არ გვიჯერებდა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ანჯეი დუდას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„მისი კავშირები სალომე ზურაბიშვილთან კარგად ვიცით, ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა განცხადების აწევაში, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ დადგა მისთვისაც სიმართლის დრო. ეს იყო ფაქტი, სამწუხაროდ რთული დასამტკიცებელი იყო მაგრამ უკვე ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ადამიანები, ვინც ამ ჩვენს განცხადებებს უპირისპირდებოდნენ და გარკვეულწილად ანტიქართულ კამპანიას აწარმოებდნენ უცხოეთიდან, ახლა გვიერთდებიან იმ პოზიციაში, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათ შორის თურმე პოლონეთის ჩართვასაც აპირებდნენ ომში. რა თქმა უნდა ეს იყო პროცესი, სადაც სურდათ, რომ რაც შეიძლება მასშტაბური ყოფილიყო საომარი დღის წესრიგი და ჩვენ ამ დიდ ზეწოლას გავუძელით“, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა – თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
