,,რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან"- ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების პარალელურად რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ეს იყო კარგად გააზრებული და ორგანიზებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს მორიგი შეტაკებისთვის ამზადებენ, თუმცა, მომავალში დაგეგმილი ყველა პროვოკაცია გუშინდელივით ფუჭად ჩაივლის.
,,ის, რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები-თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე რომ, ბოკერიას გიჟს გადაეცით,რომ წუხელ შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც”, – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
