“ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია – თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება, მეც მათ რიცხვში ვარ” - მამუკა მდინარა
მიმართულება, რომელიც უშიშროების სამსახურებს განსაკუთრებული სპეციფიკაციის ნიშანს აძლევს, არის ის, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია. ეს უდიდესი გამოწვევაა. თუ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნელ – ნელა უნდა დაიძრას და დაიძვრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძვრება, ეს მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე. ბუნებრივია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ უბედნიერესი არ იქნება, და მეც მათ რიგში ვარ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბევრი სამუშაო ექნება. ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. და არა მხოლოდ ანტიკორუფციული მიმართულება – იქ უამრავი მიმართულებაა. გამოწვევები, რომელთა დაძლევა უშუალოდ დაკავშირებულია გაძლიერებასთან.
„მიმართულება, რომელიც უშიშროების სამსახურებს განსაკუთრებული სპეციფიკაციის ნიშანს აძლევს, არის ის, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია. ეს უდიდესი გამოწვევაა. თუ იმ პერიოდში, როდესაც მე ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნელ – ნელა უნდა დაიძრას და დაიძვრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძვრება, ეს მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე. ბუნებრივია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ უბედნიერესი არ იქნება, და მეც მათ რიგში ვარ.
შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად – ოკუპაცია, რომელიც არის დასაძლევი. ამ სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება. ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. და არა მხოლოდ ანტიკორუფციული მიმართულება – იქ უამრავი მიმართულებაა. გამოწვევები, რომელთა დაძლევა უშუალოდ დაკავშირებულია გაძლიერებასთან. და შემიძლია თამამად ვთქვა, ხვალინდელი გადასახედიდანაც, რომ ამაზე საუბარი რეალისტურია”, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
