“დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა” - მაჭარაშვილი გახარიაზე
“სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, არაკომპეტენტურობასთან ერთად, არასერიოზულად იქცევიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის გახარიას საქციელი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„[გახარია] ჯერ ამბობდა, რომ ბოიკოტს აცხადებდა, შემდეგ თქვა, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურიაო, ახლა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იმუშაონ. წავიდა და აღარ ჩამოდის. დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა – რუბლებით, ზღვით თუ ჩვეულებრივი მინდვრით, ან შეიძლება, კონტეინერით შემოაგზავნონ. ასეთ ტრაგიკომედიურ ვითარებაში აღმოაჩინა თავისი თავი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
