“ევროკომისიის მოთხოვნების უკან შორსმიმავალი გეგმა დევს, ეს არის პროქსი ომში საქართველოს ჩართვა” - გია ვოლსკი
ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რადგან არჩევნების გზით ვერ იმარჯვებენ.
“როცა ევროკავშირი სანქციებს იღებს, საკმაოდ რთული რეგლამენტია დასაცავი, სრული კონსენსუსია საჭირო. არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ გამოდიან. შეჩერების მექანიზმიც არსებობს, რაც კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილების აღსრულებას ითვალისწინებს. ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ. დამოკიდებულებაა - არ გამოდიხართ, რევოლუციას არ აწყობთ, იმით დაისჯებით, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ გექნებათო. მოთხოვნებზე პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნების უკან უფრო სერიოზული და შორსმიმავალი გეგმა დევს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის პროქსი ომში საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფა. მათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რადგან არჩევნების გზით ვერ იმარჯვებენ. რევოლუციას ხალხის გაღიზიანება სჭირდება. ეს პათოსი იმ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
