“საკუთარ ხალხს, რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი” - ირაკლი ზარქუა
„ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტრადიკალიზმი ჩაირეცხება და ეს რადიკალებიც ამას გაჰყვებიან.
„ამათი სტილია, ოპონენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენიო, ხელი დაარტყა და რამდენიმე დღეში, გვერდით დაუჯდე, ძმობა შეჰფიცო. ამათი ხელწერაა უთავმოყვარეობა და უპრინციპობა. რატომ? – განა, თვითონ ვერ გრძნობენ და არ იციან, რომ ასეთი მიდგომა ქართველი კაცისთვის მიუღებელია, მაგრამ პატრონებისგან, დამფინანსებლებისგან ასეთი დაკვეთა აქვთ. ვის რა ძალა აქვს, რომ ამ დაკვეთებს წინააღმდეგობა გაუწიოს? – რადიკალებში კინტო, ელისაშვილი გვყავს. ჯერ „ნაცებს“ აგინებდა, ასეთი სიტყვები გაგონილი არ მქონდა, შემდეგ ჩაეხუტა და ბოდიში მოიხადა. ხაზარაძეს ეთერში აგინა და დღეს ძმობას ეფიცება. ჩვენთანაც არაერთხელ აქვს ბოდიში მოხდილი, მათ შორის პარლამენტში შემოსვლა-არშემოსვლაზე. სვანეთსაც შევახსენებ – სუფრაზე თქვა, ასეთი ვარო. ამას მისი მეგობარი ლევან იოსელიანიც ესწრებოდა. ასეთი კაცების ოპოზიცია გვყავს. ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ. განა, არ იციან, რომ მიუღებელ საქმეს აკეთებენ. პოლიტრადიკალიზმი ჩაირეცხება და ეს რადიკალებიც ამას გაჰყვებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
