"ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
ივანიშვილი მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებს ხალხს, დღეს მისი ბანდფორმირება საბოლოოდ დაშლილია, ამიტომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანად უნდა დავამხოთ ეს რეჟიმი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის წარდგენას გამოეხმაურა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ანრი ოხანაშვილმა „ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს“.
„აბსოლუტურად ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება, არანაირი გუნდი არ არსებობს. ორ თვეში მოინელეს ოხანაშვილი. იქ ბაჩიაშვილის საქმე შეეტენა, ვერ გააკეთა. ჩემი მეგობარი, ლაშა ცანავა დაიჭირეს, რომელმაც გამოააშკარავა, რომ სუს-ი ცდილობდა მის გადაბირებას. ანრიმ ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს.
ასე იცის ივანიშვილმა, ერთჯერადი მოხმარების საგნები არიან მისთვის ისინი. მე ვიძახდი ამას, როდესაც დანიშნეს ოხანაშვილი და ორ თვეში მოხსნეს. ის გადააგდო ივანიშვილმა როგორც ნახმარი ნივთი.
უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის გუნდი თუ რაც არის, აღარ არსებობს, არანაირი ძლევამოსილება, არანაირ არაფერზე არ დგას ივანიშვილი. ჩვენ შეგვიძლია, ეს ხალხი ძალიან მალე გავისტუმროთ, ამისთვის არის 4 ოქტომბერი, პაატა ბურჭულაძის ინიციატივა. მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს!“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
