“კლდიაშვილი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს” - ირაკლი კობახიძე
“კლდიაშვილი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ორმაგი სტანდარტები აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და მათ უწევთ მოქმედება მხოლოდ გარე დავალების შესაბამისად.
„კლდიაშვილს რაც შეეხება, მას უწევს ხან ერთის ლაპარაკი, ხან მეორეს კეთება. გახსოვთ, რომ ყველა ეს ადამიანი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ახსნა – ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და სხვა ე.წ. ენჯეოშნიკების პოზიციაც არის ამასთან დაკავშირებული. მათ არ აქვთ არავითარი ღირებულებები, არავითარი პრინციპები და შესაბამისად, ისინიც მიჰყვებიან ორმაგ სტანდარტებს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ხოშტარია, ე.წ მთავარი ანტირუსი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პირდაპირ რუსეთის ხაზინიდან იღებდა დაფინანსებას, არც ოპოზიციას და არც ენჯეოებს არ ჰქონიათ არავითარი რეაქცია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს რომ მიეღო ასეთი ოდენობის თანხები რუსეთის ბიუჯეტიდან, რა ამბავი ატყდებოდა. თუმცა, ხოშტარია, რომელიც წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, იღებდა რუსულ თანხებს, პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამაზე არავის რეაქცია არ ჰქონდა. ეს ორმაგი სტანდარტები აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და მათ უწევთ მოქმედება მხოლოდ გარე დავალების შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
