“ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ეს არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს თავი გამოჰყავთ მთავარ ანტირუსებად, მეორე მხარეს ფულს შოულობენ რუსული მხარის ხარჯზე” - ირაკლი კობახიძე
ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს ფულს შოულობ რუსული მხარის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში ჟურნალისტებს, IDFI-ს ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები 2022 წელს ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრემიერის განცხადებით, მათ სურდათ, რომ ჩამოქცეულიყო ქვეყნის ეკონომიკა.
„აქ მთავარი საკითხი არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, რომ ეს ადამიანები კოლექტიურად ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მათ უნდოდათ, რომ ჩამოქცეულიყო ჩვენი ეკონომიკა. მინიმუმ 10%-იან ვარდნას გამოიწვევდა 2022 წელს ჩვენს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს ადამიანები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა ამავდროულად, ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ხოშტარია, კლდიაშვილი, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს – ფულს შოულობენ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, ან ზოგადად, რუსული მხარის ხარჯზე. ეს ადასტურებს იმას, რომ არაფერი ღირებულებები ამ ადამიანებს არ აქვთ. ისინი არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მოტივით. მათ შორის, ეს ეხება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. გრანტს, დაფინანსებას იღებენ საქართველოს ხელისუფლებისგან, თან არ უნდათ აღიარონ საქართველოს ხელისუფლება. ესეც ბუნებრივია, არის ორმაგი სტანდარტი, რაც აჩვენებს ამ ადამიანების, უცხოელი აგენტების სრულიად მძიმე სახეს”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
