“როცა საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო” - ლევან სანიკიძე
როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო - მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიების - „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელება.
მისი თქმით, ახლა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის.
„4 ოქტომბერს არავითარი არჩევნები არ ტარდება, ეს რუსული სპეცოპერაციაა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნებოდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატი, რადგან პირველი: როგორც „გორბის“ კვლევებს წერს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ასე წერს არჩევნების შედეგებს, ასეთი დაუცველი კანონმდებლობა არასდროს არ ყოფილა და ასეთი მძიმე ვითარება არცერთი წინა არჩევნების დროს არ ყოფილა. ამავე დროს, როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო.
მის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის და დამატებით ოპოზიციიდან არ დავიწყებდი ამ გასაჭირში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის ბედის შეფასებას, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ აპირებენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, რომლის მთავარი მიზანიც ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა, სამწუხაროდ, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ.
თუკი არსებობდა რომელიმე ნეიტრალური კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც მათ შესაძლოა მოლაპარაკებები ჰქონოდათ, მგონია, რომ ასეთი ადამიანები უკეთესად იზიარებენ იმ კონტექსტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც ეს ადამიანი დაიმსახურებდა, აქედან გამომდინარე მგონია, რომ გარე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ აღქმული, რა მომავალი ელოდათ, მათ პოლიტიკურ კარიერას ვიდრე „ლელოსა“ და „გახარიას“. საბოლოოდ კი მივიდნენ იქამდე, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ დასახელებულები“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია ვერ მიიღოს“.
„ჩვენი გეგმაა, რომ 4 ოქტომბერს, რვა საათზე ბიძინა ივანიშვილმალეგიტიმაცია ვერ მიიღოს და ეს არჩევნები აღიარებული იყოს როგორც მიტაცებული, რომ არცერთმა სახელმწიფოს არ აღიაროს შედეგები.
ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ სპეცოპერაციას, რომლის მთავარი მიზანიც ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა, რადგან ახლა თუ რაიმე სურს ივანიშვილის ეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ლეგიტიმაციის საცეცების გავრცელებაა. არც შედეგები და არც დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ბედი გვაინტერესებს, რამდენს გამოუსახავს ბიძინა ივანიშვილი თაბახის ფურცელზე.
ჩვენი მიზანი არა შედეგების გაპროტესტებაა, არამედ შემაჯამებელი ოქმის არ არსებობა“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სიახლეები
- “არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის” - პრემიერი
- “იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდება” - ირაკლი კობახიძე
- “ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებას აფინანსებდნენ, თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ და ალტერნატიული ფორმები მოიფიქრეს - ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება” - ირაკლი კობახიძე
- “რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი - ვიზებს ჩამოგართმევთო - თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია” - მეუფე იაკობი
- “ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას” - ირაკლი კობახიძე