“მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ „იმედინიუსის“ ინფორმაციას გამოეხმაურა.
,,მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ და სახელმწიფოსგან მშვენივრად იღებენ ბიზნესრესურსებს და რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნესები აქვთ.
ეს არის ამ მდიდარი არასამთავრობოების ხელწერა, სახე, ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ამათ თავისი ადგილი მიუჩინა. ტყუილად არ არის რომ დარბიან, რა ქნან არ იციან. ჩვენ გამჭვირვალობის კანონით, ამათ დაფინანსება მნიშვნელოვნად შევუზღუდეთ“, – აღნიშნავს ზარქუა.
ცნობისთვის, „იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დამფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი – 5.5 პროცენტს.
მდიდარი „ენჯეოს“ ხელმძღვანელს და ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო უწყების, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ხელმისაწვდომობა გაუჩნდა 4.7 მილიონი ლარის ოდენობის პროექტისათვის დაფინანსებაზე. წლების მიხედვით დაფინანსება ასე გამოიყურება:
2019 წელი: ინდუსტრიული სესხის თანადაფინანსება – 2,000,000 ლარი სესხის მოცულობა;
2022 წელი: საგარანტიო კომპონენტი – 1,800,000 ლარი უზრუნველყოფის მოცულობა;
2023 წელი: უნივერსალური კომპონენტი სესხის თანადაფინანსება – 900,000 ლარი სესხის მოცულობა;
ასევე, თანადაფინანსების მექანიზმების ფარგლებში, შპს „ქვევრებმა“ ისარგებლა/ისარგებლებს ჯამურად 650,000 ლარზე მეტი დაფინანსებით, უფრო კონკრეტულად კი, კლდიაშვილის კომპანიას მიღებული აქვს 555,060 ლარი, დამატებით წლების განმავლობაში დაახლოებით 122,712 ლარს მიიღებს.
ამასთან, ირკვევა ისიც, რომ IDFI-ის თანამშრომელია შპს „ქვევრების“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიხეილ როჩიკაშვილის შვილი, სანდრო როჩიკაშვილი, რომელიც, ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დის შვილია.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
