მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის, მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
