“ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან” - ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე
,,ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დღეს, ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სხვადასხვა ფრთაზე გაშლილი ექსტრემისტებად გადაქცეული პოლიტიკური ჯგუფები ისევ იმუქრებიან. რეალურად, ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაც ამან განაპირობა. იმ პერიოდში, როცა უდიდესი დანაშაულები ხდებოდა ქვეყნის წინაშე, არათუ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მომავალზე, არამედ ფიქრობდნენ, რომ მათი ასეთი მართვა მუდმივად იქნებოდა დღის წესრიგში. დღეს, როდესაც მართვის ბერკეტები არ აქვთ, პოლიტიკურ გუნდად წოდებულ ადამიანთა გაერთიანებაში კვლავ ასეთი განწყობა ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევის, საქართველოს ინტერესების გაყიდვის საფრთხეს ქმნის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ ის უბედურება, რაც პატარა საქართველოს დააწიეს ამ ხნის განმავლობაში, არ უნდა იყოს დაშვებული არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელიც სათავეში მოვა. ბევრი დაისაჯა, ბევრმა პასუხი აგო, მაგრამ სისტემურობას კვლავ აქვს ადგილი, ისევე როგორც მართვის დროსაც ჰქონდა. დღეს, პოლიტიკურ ველზეც მათ მოღვაწეობას სისტემურობა ახასიათებს და ეს საქართველოში აღარასდროს უნდა იქნეს დაშვებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: ,,ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება”.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
