“პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” - შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
,,პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად.
ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე.
მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.
სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.
ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.
ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
- ირანი 1.5 მილიონ ავღანელ მიგრანტს აძევებს
- “რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს” - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე