“დღეს უკლებლივ ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან” - შალვა პაპუაშვილი
დღეს ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, უკლებლივ ყველა დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში დაფიქსირებულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები ევროკავშირისადმი ნდობას ჩრდილს აყენებს.
„ეს არის ის დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება. ეს რეზოლუცია მიღებული იყო ევროპარლამენტში გაფართოების კომისრის, მართა კოსის თანდასწრებით, მისი შექებისა და ტაშის თანხლებით. შეგახსენებთ, რომ ამ რეზოლუციაში ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც არის მოთხოვნილი. როცა ასეთი დეზინფორმაცია იწერება ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტებში, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს ნდობას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ.
სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი დღემდე არ გამიჯვნია ამ რეზოლუციას და ამით თავად უწყობს ხელს ამ ტყუილის გავრცელებას საქართველოში. ვხედავთ, რომ რამდენიმე ფრონტზეა გაშლილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე – ერთი მხრივ, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ავრცელებს ტყუილს არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე – ევროკავშირის ელჩი, რომელიც არ ემიჯნება ამ რეზოლუციას და არ ამხელს ამ რეზოლუციის დეზინფორმაციულობას, მესამე – ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ევროკავშირის ელჩი მათ დაფინანსებას აგრძელებს. ეს ყველაფერი არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე და, სამწუხაროდ, ამ თავდასხმის ერთ-ერთი თანამონაწილე არის ევროკავშირის ელჩი.
ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელის პრესსპიკერის განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ბოდიში მოიხადოს ყველამ, მათ შორის ბრიუსელში, სანამ ქართველებს დეზინფორმაციას დააბრალებს. მილიონი ფაქტი დავასახელეთ, არცერთი ფაქტი არ გააბათილა ამ პრესსპიკერმა. სად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც ვსვამთ? რატომ აფინანსებს ევროკავშირი ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან
- “ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა