“გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას – მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები” - გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე
,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევებს გამოეხმაურა.
„გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები და დარწმუნებულია, რომ ის ტენდენციები, რომლებიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და მაღალი რეიტინგები მისცა ჩვენს ქვეყანას, არის რეალური და ამას მოჰყვება ქვეყნის სტაბილურობა და განვითარების მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდა. პრობლემების მიუხედავად, რომლებიც საზოგადოებას აქვს – ფასებთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკური თემები, არის რეალური და ამ რეალობას რომ თვალს უსწორებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ესეც გამოვლინდა იმ მაღალ რეიტინგში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი